წინანდლის მამულში ღვინის რიგით მეორე სიმპოზიუმის გახსნა. 4 და 5 ოქტომბერს ფესტივალი ცნობილ მეღვინეებს, სომელიეებსა და ამ დარგში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გააერთიანებს. სიმპოზიუმი ასევე მოიცავს კულტურულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ქართული ფოლკლორის გაცნობის საშუალებაც ექნებათ. ღონისძიება ოფიციალურად გუშინ გაიხსნა, შეკრებილებს კი სიტყვით ეკონომიკის მინისტრმა მიმართა.