„იყავი აქტიური საქართველოში“ – ამ სლოგანის ირგვლივ კორპორატიული სპორტის ფედერაციამ მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები გააერთიანა.
არსებობის მანძილზე ფედერაციამ 11 მასშტაბური გარბენის ორგანიზება შეძლო. ერთი წლის განმავლობაში კორპორატიული სპორტის ფედერაციის და ბიზნესსექტორის ჩართულობით სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთი ტურნირი ჩატარდა.
15 სექტემბერს თელავში კიდევ ერთი სპორტული მარათონი, სახელწოდებით „ღვინის სამშობლოს გარბენი“ დაანონსდა, რომელიც „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში მოეწყობა.