ღვინის საერთაშორისო გამოფენა

ქართული ღვინო დანიაში.

ქართველმა მეღვინეებმა სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული სასმელი ბუნებრივი ღვინოების პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე გაიტანეს. პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ექსპორტიორებმა და სომელიეებმა დააგემოვნეს და მისი დამზადების უძველეს ტრადიციებსაც გაეცნენ. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დანიაში საკმაოდ მაღალია, ამიტომ შესაძლოა, სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოდან ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდოს.

„როუ ვაინ“ ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრის მიერ ორგანიზებული გამოფენაა, რომელშიც წელს 180-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.