პროექტი, რომლის ღირებულება 600 ათასი ლარია, ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღვინის ლაბორატორიის მუშაობას იმერული ღვინის ასოციაცია უზრუნველყოფს. ის არა მხოლოდ იმერეთს, არამედ მთელი დასავლეთ საქართვლოს მეღვინეებს მოემსახურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ღვინის მწარმოებლებისთვის მსგავსი ლაბორატორიის ფუნქციონირება – ირმა ჭოლაძის და დავით ლორქიფანიძის სიუჟეტში გაიგებთ.