გურჯაანი დღეს ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 300-მდე ადგილობრივმა საწარმომ წარმოადგინა. გურჯაანის ცენტრალურ პარკში მოწყობილია შემოდგომის კახეთისთვის დამახასიათებელი დეკორაციები, კულტურული და გასართობი ღონისძიებები კი ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.
როგორ მიმდინარეობს ფესტივალი და რა განწყობაა ადგილზე – ჟანა დიდებაშვილი დეტალებით.