საქართველოს 23 ქალაქი ხვალიდან ღვინის დღეებს უმასპინძლებს.
ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. სტუმრებს ორგანიზატორები ღვინოსთან ერთად, ტრადიციული კერძებითაც გაუმასპინძლდებიან. დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება.
„მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და ღვინის დღეების ორგანიზატორმა, თათა სვანიძემ უპასუხა.