2019 წელს, ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2019 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 94 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი, ჯამში 240 მლნ. აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში, ჩინეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.