ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი

2017 წელს საქართველოდან უცხო ქვეყნების ბაზრებზე რეკორდული რაოდენობის ღვინო მოხვდა. ექსპორტის მაჩვენებლები წინა წლების მონაცემებს ორჯერ და მეტად აჭარბებს. ღვინის ეროვნული სააგენტო და მეღვინეები სტატისტიკის გაუმჯობესებას ბაზრების დივერსიფიცირებას უკავშირებენ. რუსეთის და უკრაინის გარდა საექსპორტო ბაზრების სამეულში ჩინეთიც მოხვდა, სადაც ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია. 2018 წელს ღვინის კომპანიები ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავენ. რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.