ტრადიციად ქცეული ფესტივალი – საქართველოს მასშტაბით ღვინის დღეები წელს მეორედ გაიმართება.
7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა გაყიდვა 23 მუნიციპალიტეტში მოეწყობა. დაგეგმილი ექსკურსიები ღვინის მარნებში, კონცერტები, შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ინტერაქტიული გამოფენა, რომელიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ისტორიას ასახავს.
ფესტივალი 15 ოქტომბერს ზუგდიდში გალა კონცერტით დაიხურება.