ღვინის დღეები საქართველოში

ქვეყანაში ყოველწლიური ფესტივალი ღვინის დღეები ფუძნდება.

ღონისძიება 9-დან 15 ოქტომბრამდე გაიმართება. თბილისთან ერთად ღვინის დღეები საქართველოში კიდევ შვიდ რეგიონს გააერთიანებს. ღვინის მოყვარულებთან შესახვედრად ახლა განსაკუთრებით ემზადებიან რაჭასა და იმერეთში, რადგან ამ რეგიონებში რთველის სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. ტურისტებს მთელი ქვეყნის   მასშტაბით ქარხნული, ქვევრის და ოჯახური ღვინოების დაგემოვნება შეეძლებათ. მეღვინეებისთვის უკვე გამოყოფილია სპეციალური კუთხეებიც, სადაც საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღვინის გარდა წარმოდგენილი იქნება იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშებიც. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

თემაზე „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თათა სვანიძემ უპასუხა.