ღვინის დღეების ფარგლებში გურჯაანში სტუმრებს ახტალის პარკში ელოდებიან. ადგილობრივებსა და კახეთის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ტრადიციული კახური ღვინო, ასევე ადგილობრივი წარმოების ნუგბარი.
მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, გასართობი აქტივობები დაიგეგმა, რა თქმა უნდა ბავშვებისთვისაც. მსურველები თათარის მომზადებას, ჩურჩხელების ამოვლებას, ასევე კახური პურისა და ნაზუქების გამოცხობასაც შეძლებენ. დაგეგმილია არაერთი მუსიკალური ნომერი, ქართველი შემსრულებლები სტუმრებისთვის კონცერტს მართავენ.