„ღვინის დღეები“ დასასრულს მიუახლოვდა. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ფესტივალი, რომელმაც ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა, 7 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. ამ წუთებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს. ადგილზე წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე სხვა კუთხეების მეღვინეების პროდუქცია. სტუმრებს ღვინის დაგემოვნებისა და კულინარიის მასტერკლასებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ. „ღვინის დღეები 2023“ ზუგდიდში, საზეიმო გალა კონცერტით დასრულდება.