პარლამენტში Startup Weekend Tbilisi-ს დემო ღონისძიება იმართება. საერთაშორისო აღიარებული ფორმატის ღონისძიება სტარტაპ ენთუზიასტებს საშუალებას აძლევს 54 საათში შექმნან და დააპილოტონ სტარტაპები. ღონისძიება Startup Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. მასში მონაწილეობას 50 სტარტაპერი იღებს.