„ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ – თბილისში ამ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი განხორციელებული სამუშაოების შეჯამება იყო. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, „World Vision საქართველომ“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მხარი დაუჭირა საქართველოში ბავშვთა უფლებების კოდექსის დანერგვასა და განხორციელებას, ასევე ჩამოაყალიბა საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სფეროში მოქმედი ორგანიზაციების კოორდინირებულ მუშაობას.
პროექტის მხარდაჭერით მოხდა 434 მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების შეფასება და გადამზადება, შემუშავდა სხვადასხვა სატრენინგო მოდული და გადამზადდნენ სოციალური მუშაკები.