„ღირსეული პარტნიორი 2018“ - ამერიკული ვერტმფრენები უკვე საქართველოშია
სამხედრო სწავლებაში აშშ-ის, ჯორჯიის შტატის 171-ე საავიაციო პოლკისა და მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის ავიაციაც ჩაერთვება, რომელიც სწავლების დროს ახლო საჰაერო მხარდამჭერ და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებს უზრუნველყოფს.
ამერიკული ვერტმფრენები „შავი ქორი“ და „აპაჩი“ უკვე საქართველოშია. სპეციალურად ამ სწავლებისთვის დოუვერის საჰაერო ძალების ბაზიდან ამერიკული ვერტმფრენები პირად შემადგენლობასთან ერთად ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაეშვა.