მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ პირველ აგვისტოს დაიწყება.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა და 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. შარშანდელთან შედარებით სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 200-ით გაიზრდება.