ღია სივრცეში ღონისძიებების გამართვა დღეიდან დაშვებულია

ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები ხდება. დღეიდან, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს და ტარდება ღია ცის ქვეშ, ნებადართული იქნება.

შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს ღონისძიებების მენეჯერი, მირიან ჯეჯელავა. მისი თქმით, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ღონისძიების ჩატარებისას, ორმეტრიანი დისტანცია იყოს დაცული, რისი შესრულებაც საკმაოდ რთული იქნება.