ბრიუსელში გამგზავრებამდე საქართველოს პრემიერ მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი სიტყვით გახსნა.
მამუკა ბახტაძემ მონაწილეებს ღია მმართველობის მიმართულებებით ქართული გამოცდილება გაუზიარა და გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის ეფექტიანი ანტიკორუფციული მექანიზმების შემოღებაზე. თავმჯდომარის რანგში საქართველო მსოფლიო სამიტს პირველად მასპინძლობს. სამიტზე დასასწრებად თბილისს ჰუმანოიდი რობოტი, სოფია ეწვია.