საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციამ ღია კარის დღე გამართა. ღონისძიებაზე მოეწყო ქართველი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა. მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ დისკუსიაშიც, სადაც განიხილეს კანონი ცივი იარაღის შესახებ და კანონმდებლობაში არსებული სხვა აქტუალური პრობლემები, ასევე ისაუბრეს ტრადიციული მჭედლობის ხელშეწყობაზე.