ყველაზე ღია და დახურული სახელმწიფო უწყებები.
არასამთავრობო ორგანიზაციამ 2017 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შავ სიაში მოხვედრილებს შორისაა შემოსავლების სამსახური, დაზვერვის სამსახური და რამდენიმე რაიონის საკრებულო. ანგარიშის მიხედვით, ისინი საჯარო ინფორმაციას ან საერთოდ არ გასცემენ, ან კვლევის ავტორებს არასრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი უწყებების საჯაროობას რვა წელია აფასებს. იმ სამსახურებს, რომლებიც დღეს ყველაზე დახურულ უწყებებად დასახელდნენ, მედიასთან განმარტებების გაკეთება დასჭირდათ.