ღაზის სექტორში მედიის წარმომადგენელი დაიღუპა

ისრაელის ძალების მიერ ღაზის სექტორში, სკოლაზე განხორციელებული შეტევის დროს „ალჯაზირას“ ოპერატორის დაღუპვას ეხმაურებიან ისრაელის თავდაცვის ძალებში და აცხადებენ, რომ მიზანმიმართულად არასდროს განუხორციელებიათ ჟურნალისტებზე თავდასხმა. როგორც „სიენენს“ თავდაცვის ძალებში განუცხადეს, მათ მიიღეს ყველანაირი ოპერატიული ზომა არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, არამედ ჟურნალისტების დასაცავად. აქტიურ საბრძოლო ზონაში დარჩენას რისკები აქვს. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად“, – ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.