პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებისას ასობით ადამიანი დაშავდა

ღაზის სექტორის საზღვარზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის მორიგი შეტაკების დროს ასობით ადამიანი დაშავდა. ბოლო ერთ თვეში დაშავებულების რაოდენობა 1100-ს აჭარბებს. ადგილზე მოქმედი სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 82 ადამიანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 30 მარტიდან დღემდე, პალესტინელი აქტივისტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი სპეცდანიშნულების რაზმმა უსაფრთხოების მიზნით გამოიყენა. ამ წუთებში ღაზასა და ისრაელის საზღვარზე, მავთულხლართებთან 10 000-მდე პალესტინელია შეკრებილი. ისინი ე.წ. დაბრუნების მარშს მართავენ.

 

დატოვე კომენტარი