ღარიბაშვილისა და ფაშინიანის შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება.

მთავრობის მეთაურს დელეგაციასთან ერთად დაგეგმილი აქვს სხვადსხვა მაღალი დონის შეხვედრა. მათ შორის საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს უკვე შეხვდა. მათ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს. აღინიშნა, რომ კომისიას პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ, რაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის მაჩვენებელია. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე მხარეები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას განიხილავენ, მათ შორის ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.