თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუბა ლომუაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში ახალი, მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერა. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, წლის ბოლომდე გაიხსნება.