ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ბათუმიდან დედაქალაქში გადმოინაცვლა. ბათუმი-თბილისის რიგით მეათე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მსმენელის წინაშე კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ წარდგა.
კონცერტზე ასევე შესრულდა იოსებ ბარდანაშვილის „სერენადა“ ვიოლინოსა და სიმებიანისთვის, რომელიც კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ღონისძიება 22 აგვისტოს ბათუმში გაიხსნა და 4 სექტემბერს დედაქალაქში დაიხურება.
ფესტივალის დასკვნით კონცერტს ხვალ, კვლავ კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს.