„ღამის სერენადები“ დასრულდა. ბათუმი-თბილისის მუსიკის მე-14 საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით ნაწილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა კლასიკური მუსიკის იტალიელმა ვარსკვლავებმა მიიღეს. კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს მიეძღვნა.