ბათუმში გრძელდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი – „ღამის სერენადები“. მესამე საკონცერტო დღეს, ბათუმის დრამატულ თეატრში, ქართველი კომპოზიტორების, სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შესრულდა. კონცერტში ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ფესტივალი, რომელიც ლიანა ისაკაძემ დააფუძნა, 2 სექტემბრიდან თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადმოინაცვლებს.