ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის, „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა. საღამოზე პიანისტმა და კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა, მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად, ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკა შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც. ფესტივალი ღამის სერენადები 21 აგვისტოს, ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბაროკოს მუსიკის წამყვანი შემსრულებლების კონცერტით დასრულდება