„ღამის სერენადები“

თბილისი და ბათუმი „ღამის სერენადების“ მასპინძლობისთვის ემზადება. ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებულ მუსიკალურ ფესტივალს წელს საიუბილეო თარიღი აქვს – 40-წლიანი ისტორიის მქონე მუსიკალური ტრადიცია ამჯერადაც მრავალფეროვანი პროგრამით გაგრძელდება – სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მუსიკოსების კონცერტებთან ერთად დაგეგმილია ლიანა ისაკაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია. წიგნში ცნობილი ქართველი მევიოლინის პირადი ჩანაწერებიც მოხვდა.