ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება. მომდევნო კონცერტი 25 აგვისტოს, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. მსმენელის წინაშე ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი წარდგება. თბილისის კონცერტებს კი 15, 17, 18 და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს. ფესტივალი 21 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში: ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. კონცერტებთან ერთად ეწყობა ქართველი მხატვრების გამოფენები, ასევე დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები.