გერმანული ენის ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა
გერმანიის საელჩომ გერმანული ენის ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღება გამართა.
გამარჯვებული მოსწავლეები, საქართველოს სახელით, ფრაიბურგში, გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან. ეროვნული ოლიმპიადის 22 ფინალისტი მოსწავლე კი გერმანულენოვანი საზაფხულო აკადემიის საგზურებით დაჯილდოვდნენ, რომელიც ივლისის ბოლოს რუსთავში, სკაუტების საერთაშორისო ბანაკში ჩატარდება.
ბანაკში მოსწავლეები ბერლინელი და ლაიფციგელი თეატრმცოდნეების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო თემაზე დისკუსიას გამართავენ და ენის ცოდნას გაიღრმავებენ.
გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.