საქართველო მაღალი რანგის სტუმარს ელოდება.
რამდენიმე საათში თბილიში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა. ანალენა ბერბოკის ვიზიტის მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია. გერმანიას კი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას, შეფასების პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს. საინტერესოა, რომ ბერბოკის ჩამოსვლას წინ უძღვის მისი ნეგატიური კომენტარი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. გერმანიის პირველი დიპლომატი საქართველოს პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს ხედავს. ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს, ხელისუფლების პირველ პირებთან იმ ნაბიჯებზე ისაუბროს, რომლებიც ქვეყანას სტატუსის მისაღებად ისევ გადასადგმელი აქვს. ამ კონტექსტში აქცენტი კეთება მედიის თავისუფლებაზე და სამოქალაქო სექტორის აქტიურობაზე. მმართველი გუნდი ბერბოკის ვიზიტიდან მხარდამჭერ გზავნილებს, ოპოზიცია კი კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო ყველაზე მთავარი საკითხების აქცენტირებას ელის.