ზიგმარ გაბრიელი - სერბეთმა უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება სურს

სერბეთისთვის ევროკავშირში შესვლის პირობა მკაფიოა – მან უნდა აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ ბელგრადს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა.

ამავე დროს, ზიგმარ გაბრიელი კოსოვოს დაჰპირდა, რომ დაეხმარება ევროკავშირის იმ წევრების აღიარების მოპოვებაში, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას დღესაც არ ცნობენ – ესენია ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი და სლოვენია.