გერმანიის ქალაქ მიუნსტერში მინიავტობუსით თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში მინიავტობუსით თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. თავდასხმა ქალაქის ძველ ნაწილში მოხდა, სადაც ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მინიავტობუსში კიდევ ორი პირი იჯდა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.