წყალდიდობა და მსხვერპლი ევროპაში

ადიდებული მდინარეები, დატბორილი სახლები, მოსახლეობის ევაკუაცია – ევროპაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება.

სტიქიამ ყველაზე მეტად გერმანია დააზარალა, სადაც 157 ადამიანია დაღუპული. სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება. ბოლო 60 წლის განმავლობაში ეს ქვეყნისთვის ყველაზე მასშტაბური სტიქიაა.

სტიქიურ პროცესებს 31 ადამიანი ემსხვერპლა ბელგიაშიც. ზარალს ითვლიან ავსტრიაში, ნიდერლანდებსა და შვეიცარიაშიც.