ევაკუაცია საცხოვრებელი კორპუსიდან

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მემედ აბაშიძის #56-ში მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. სახლის მცხოვრებლები, ღამით სასტუმროებში გადაიყვანეს, რადგან ექსპერტების დასკვნით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის.

მერაბ წულუკიძე იმყოფება ადგილზე – მოხდა თუ არა უკვე ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია და რა ხდება ადგილზე ამ წუთებში?