პოზიციები იყოფა პოლიტოლოგებს შორისაც. ექსპერტების ნაწილი ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მერკელის განცხადებებს მკაფიო გზავნილებად მიიჩნევს. თუმცა იმედგაცრუებულია პოლიტოლოგების მეორე ნაწილი, რომლის აზრით, გერმანიის კანცლერს საქართველოში 10 წლის წინანდელი ვიზიტის შემდეგ ახალი არაფერი უთქვამს. ამ კონტექსტში ექსპერტები განსაკუთრებით ნატო-ში გაწევრიანების საკითხს გამოყოფენ.
პოლიტოლოგების აზრით, ოფიციალურ თბილისს ბერლინთან მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით იდევ ბევრი აქვს სამუშაო.