გერმანიის და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.
ოლაფ შოლცი ბიზნეს-დელეგაციასთან ერთად ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომის გარდა ვიზიტის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ გერმანიაში რამდენიმე მსხვილი ჩინური ინვესტიციის იდეა ვნებათაღელვის საგანია. ორივე მხრიდან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და ამ პროცესში თანასწორობის სურვილი დაფიქსირდა. შოლცმა სი ძინპინს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაც სთხოვა. პეკინში გერმანიის კანცლერის ჩასვლა და იქ გამართული შეხვედრები საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გერმანიის ხელისუფლებაშიც აღელვებთ.