გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შეთანხმდნენ. კანცლერის თქმით, „ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანია სიამოვნებით გაუწევს საქართველოს დახმარებას. ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით. მოვუწოდებ საქართველოს, ამისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისკენ. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას“,- ვკითხულობთ ოლაფ შოლცის „ტვიტერზე“.