საქართველოში გერმანიის ელჩმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე კომენტარი გააკეთა. დიპლომატის განცხადებით, 12-პუნქტიანი გეგმა არის დიდი პროგრამა და ფაქტობრივად, გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსებისთვის. ჰუბერტ ქნირშის თქმით, ბევრ პარტიას არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია, რის დანახვასაც იმედოვნებს საქართველოში ევროკავშირი.