გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის ვიზიტი

ევროინტეგრაციის გზაზე დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო ნატოს და ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნისგან.

გერმანიის მეორე პირი საქართველოშია. ბუნდესტაგის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თბილისში მისი ჩამოსვლის მთავარ მიზეზად კი იმ გავლენას ასახელებს, რომელიც უკრაინის ომმა საქართველოზე მოახდინა. ხვალ ბერბელ ბასი საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმას, რათა ოკუპაციის მძიმე შედეგები საკუთარი თვალით ნახოს. მანამდე კი დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების პირველ პირებთან. ვიზიტი ქართველ კოლეგასთან აუდიენციით დაიწყო.

თეონა მანაგაძემ მოისმინა გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.