რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების საქმეს.
24 ადამიანი ისევ უმძიმეს პირობებში იმყოფება. მარწყვის ფერმაში დასაქმებულთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესების ნაცვლად კიდევ უფრო გაუარესდა. ჯერ კიდევ მაისში, ანუ მაშინ, როდესაც მიგრანტებმა მათი დროებითი საცხოვრებლიდან უმძიმესი კადრები გაავრცელეს და სამუშაო კონტრაქტის პირობების დარღვევაზე ალაპარაკდნენ, გერმანიის და საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან იყო დაპირება, რომ პრობლემები მოგვარდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულებს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ. თუმცა, დამსაქმებელი სამუშაო ხელშეკრულების პუნქტების დარღვევას დღემდე განაგრძობს. არასათანადო საცხოვრებელი გარემოს გამო ერთ-ერთმა დასაქმებულმა დაზიანებაც კი მიიღო.