„სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ – გერმანიაში კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ.
გავრცელებული ცნობით, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერს, ოლაფ შოლცს ქვეყნის კანცლერად ბუნდესტაგი დეკემბერში დაამტკიცებს. სამთავრობო კოალიციის დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც. კერძოდ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან დასაახლოებლად კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის თანმიმდევრული რეფორმირება უნდა შეძლონ. სამთავრობო პორტფელების გადანაწილებაზე თანხმობა უკვე არსებობს, მომზადებულია საკმაოდ ამბიციური გეგმა ქვეყნის „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლაზეც. მხარეებს სურთ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 80 % განახლებადი ენერგიით იყოს მოპოვებული.