საკმაოდ მაღალია საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასვლის მსურველთა რაოდენობა.
ამ წუთის მონაცემებით, ლეგალური დასაქმების პროგრამაში უკვე 95 000-ზე მეტია ადამიანია დარეგისტრირებული. კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რადგან ვაკანსია არც ისე ბევრია. ორივე მხარის პირობების და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები გერმანიის სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრებიან და სამი თვის ვადით სოფლის მეურნეობის სფეროში იმუშავებენ. მკაცრი სანქციებია დადგენილი საემიგრაციო ვადების დარღვევის შემთხვევაში. კონტრაქტების გაფორმების შემდეგ პირველი ნაკადი გერმანიაში პირველი აპრილიდან შეძლებს გამგზავრებას.
მაკა არჩევნიშვილი არკვევდა, რა პირობების დაცვა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს დასაქმების შემდეგ.