გერმანია უკრაინას 14 „ლეოპარდს“ გადასცემს

ევროპისთვის დილემად ქცეული საკითხი გადაჭრილია.

გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემას დათანხმდა. ომში მყოფი ქვეყანა გერმანიისგან 14 ერთეულ ტანკს მიიღებს, მწარმოებელმა ქვეყანამ ანალოგიური გადაწყვეტილების ნება დართო ევროპის სხვა ქვეყნებსაც. პოლონეთი, ნორვეგია, ესპანეთი, პორტუგალია, ფინეთი და ნიდერლანდები იმ ქვეყნების სიაში არიან, რომლებიც უკრაინაში შესაბამისი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავენ. რუსეთის მუქარის ფონზე „ლეოპარდების“ გადაცემის საკითხი ბოლო წუთამდე უთანხმოების საგანი იყო. გავრცელებული ცნობით, სწორედ ამ საკითხმა პარასკევს გამართულ რამშტაინის შეხვედრაზე ამერიკის და გერმანიის მხარეებს შორის ცხარე კამათიც კი გამოიწვია.