გერმანელი მულტი-ინსტრუმენტალისტი თბილისში

ცნობილი გერმანელი მულტი-ინსტრუმენტალისტი თბილისში დაუკრავს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდიუსერი და ლაივ პერფორმერი Monolink-ი სცენაზე უკრაინელ მუსიკოს მამაისთან ერთად წარდგება. შტეფენ ლინკის, ანუ სასცენო სახელით მონოლინკის შემოქმედება გიტარის და ელექტრონული მუსიკის სინთეზს წარმოადგენს.

ელექტრონული მუსიკის მოყვარულები მონოლინკის შემოქმედებას სპეციალურად ამ მუსიკისთვის შექმნილი კონცეპტუალური ვიზუალური არტის თანხლებით მოისმენენ. გერმანელი ლაივ პერფომერის გარდა, მონოჰოლის სცენას 22 ნოემბერს, ცნობილი ფესტივალის, „ბერნინგმენის“ თანაორგანიზატორიც დაიკავებს.