დღეიდან გერმანელი ფერმერები ერთკვირიან საპროტესტო აქციებს იწყებენ.
ადგილობრივი მედია წერს, რომ დემონსტრაციების გამო გერმანიის მასშტაბით სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაა მოსალოდნელი. ფერმერები მთავრობის გეგმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორში სუბსიდიების შემცირებას ითვალისწინებს. ფერმერების საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში დაგეგმილია ტრაქტორებით საავტომობილო გზების ბლოკირება. მთავრობა 2024 წელს ბიუჯეტის ეკონომიის ფარგლებში, აპირებს, გააუქმოს ფერმერებისთვის დიზელის საწვავზე მოქმედი ფასდაკლებები და საგადასახადო შეღავათები. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ნაბიჯით სახელმწიფო 480 მილიონ ევროს დაზოგავს.