იტალიის ქალაქ გენუაში დაღუპულთა რიცხვმა უკვე 39-ს მიაღწია. საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შემდეგ, იტალიის პრემიერი ქალაქში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. უკვე დადგენილია, რომ დაღუპულებს და დაშავებულებს შორის იტალიელების გარდა, საფრანგეთის, რუმინეთის, ალბანეთის და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.
ხიდი 200-მეტრიანი მონაკვეთი კონსტრუქციას მოულოდნელად მოწყდა და მასზე მოძრავ ავტომობილებთან ერთად 80 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. გამოძიების დასრულებამდე ნგრევის წინასწარ ვერსიად ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა სახელდება.
გენუაში დატრიალებული ტრაგედია მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრშია.