პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში. ასევე, შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავებს. გენო პეტრიაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი მოჭიდავეა, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედლის მოპოვება. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, რომელიც საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელმაც ორჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა, ლაშა ტალახაძე კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, ვინც სამჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.