გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეს დაიწყო. საპროკურორო საბჭოს წევრებმა უკვე მოუსმინეს ვიქტორ ახალბედაშვილს, რამდენიმე წუთში კი მეორე კანდიდატს, დავით ბარბაქაძეს მოუსმენენ. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე სულ 11 კანდიდატია დარეგისტრირებული. მსურველთა ნაწილს დოკუმენტები დაუხარვეზეს და განცხადებების თავიდან შეტანა სთხოვეს. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად, საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. საბოლოდ, საბჭო შერჩეულ ერთ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს გენერალურ პროკურორს.